ჩვენ შესახებ

კომპანია „გრადუსი“ 2010 წლიდან წარმატებით ოპერირებს გათბობის, სანტექნიკისა და წყალმომარაგების სფეროში. მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტებსა და პროფესიონალურ მომსახურებას.

წლების განმავლობაში კომპანია ჩამოყალიბდა როგორც საიმედო პარტნიორი, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და მომხმარებელს აწვდის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის, სერტიფიცირებულ და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას.

ჩვენთან დაგხვდებათ:

* გათბობის სისტემები
* სანტექნიკური პროდუქცია
* წყალმომარაგების სისტემები
* პროფესიონალური კონსულტაცია და მხარდაჭერა

ჩვენი მისია

მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე, ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, რომელიც სრულ კომფორტსა და საიმედოობას უზრუნველყოფს მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გრადუსში“ შეძენილი პროდუქცია მომხმარებლისთვის იყოს არა მხოლოდ საგარანტიო პერიოდში სანდო არჩევანი, არამედ გრძელვადიანი, ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტა ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე, პროდუქციის ხარისხიდან დაწყებული, პროფესიონალური კონსულტაციითა და შემდგომი მომსახურებით დასრულებული, რათა მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური კომფორტი და ნდობა ჩვენი კომპანიის მიმართ.

„გრადუსი“ - ხარისხი, გამოცდილება და სანდოობა ერთ სივრცეში